ანა დოლიძე - სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დავარქვი

მე ძალიან დიდი ხანია აღარ ვაკეთებ კომენტარს ბატონი სერგოს და მისნაირი ადამიანების გამონათქვამებზე. მას დავარქვი, იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს სერგო მეთოფიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ შეკითხვაზე განუცხადა.

ამასთან, ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის საბჭოს უმრავლესობას, რა თქმა უნდა, საბჭოს აქტიური წევრების შიში აქვს, რადგან მათ დისკომფორტს უქმნის.

დოლიძის თქმით, ეს ნათლად ჩანს მაშინაც, როდესაც არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კითხვებს უსვამენ, ხოლო საბჭოს მოსამართლე წევრები მათ მუშაობაში ხელს უშლიან.

"ჩვენი მოღვაწეობა კარგად გამოჩნდა, როდესაც დღეს, მაგალითად, ქალბატონ ნაზის ჩამოართვეს სიტყვა მაშინ, როცა ის სვამდა კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გასაუბრების დროს გვიხდება მუშაობა სრულიად არასამუშაო პირობებში. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კარნახობენ პასუხებს მოსამართლე კონკურსანტებს, ხმაურობენ, ჩურჩულებენ, გვაწყეტინებენ გამოსვლებს და ხანდახან, გვართმევენ სიტყვასაც. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ქალბატონმა ნაზიმ და მე არ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, დავსვათ კითხვები, რომელსაც ძალიან ბევრი კონკურსანტი უბრალოდ ვერ პასუხობს. ამას ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს", - განაცხადა დოლიძემ.

მისი შეფასებით, პირადად ის და ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატებს სერიოზულ და მწვავე კითხვებს უსვამენ კომპეტენციასთან დაკავშირებით.

"ბევრი კანდიდატი უბრალოდ ვერ პასუხობს კითხვას, რომელი სამეცნიერო ან სამართლებრივი ნაშრომი და სტატია წაიკითხა. ამავე დროს, ვერ პასუხობენ კითხვას კანდიდატების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანი წლებია მუშაობს სასამართლო ხელისუფლებაში, ბუნებრივია, კითხვები დადგება იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მას მიუღია", - განაცხადა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო