დავით ქაჯაიამ ავსტრიაში, რბოლაში დაბრენდილი ავტომობილით Emotions are Georgia, Georgia.travel მიიღო მონაწილეობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქართველმა მრბოლელმა დავით ქაჯაიამ ავსტრიაში, რბოლაში დაბრენდილი ავტომობილით Emotions are Georgia, Georgia.travel მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი ფორმულა 1-ის ცნობილმა ავტოდრომმა „რედ-ბულ რინგმა“ უმასპინძლა.

“რედ-ბულ რინგზე“ განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დავით ქაჯაიას კვალიფიკაციის შედეგები, სადაც მან მე-4 საუკეთესო დრო აჩვენა მონაწილე 29 მანქანას შორის.

TCR -ის რბოლებს პირდაპირ ეთერში Motorsport-TV და TCR-TV გადასცემს, ჩანაწერს Europort 1 და 2 აჩვენებს. ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა ევროპის სხვა სპორტულ არხებზე, ჩემპიონატს მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

რბოლის მიმდინარეობისას TCR TV -ის კომენტატორმა აღნიშნა, რომ დავით ქაჯაია რბოლაზე საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას წარმოაჩენს.

რბოლის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს კუთხეს, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, ჩურჩხელა, ასევე გაცნობოდნენ ტურისტულ ბროშურებს საქართველოს შესახებ.

რბოლაზე დავით ქაჯაია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოვიდა.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს