„რუსთავი 2“-ის ადვოკატი - სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას.

როგორც საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ყოფილი დამფუძნებლები მიიღებენ.

"მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის მიერ წილებზე საკუთრების უფლება და პლუს შეიცვალა გენერალური დირექტორი, ამან ფაქტობრივად, აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გასაჩივრებას და მომავალში ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს. ეს არის ყოფილი დამფუძნებლების გადაწყვეტილება და ალბათ, გაასაჩივრებენ ამას დიდ პალატაში. რაც შეეხება შედეგის თვალსაზრისით, ვინაიდან ეს გარკვეულ დროს საჭიროებს, დიდ პალატის გადაწყვეტილების დროს რა მდგომარეობა იქნება "რუსთავი 2"-ში და საერთოდ იარსებებს თუ არა ეს კომპანია, ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა