გლდანის რაიონში წელს 63 პროექტი განხორციელდა

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე გლდანის რაიონში 63 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში 32 მისამართზე შენობის ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა, შეკეთდა შვიდი ამორტიზებული ლიფტი, შიდა წყალარინების სისტემა მოსახლეობას ათ მისამართზე მოუწესრიგდა, სართულშუა ნაპრალები ორ მისამართზე ამოივსო, ხოლო საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები (კიბეები, აივნები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს მეტალის კარი) 12 მისამართზე ჩატარდა.

„აღნიშნული სამუშაოები, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მათი ღირებულება 1 199 876 ლარია.

ამავე პროგრამით, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N2 კორპუსში ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა და სართულშუა ნაპრალები ამოივსო. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო დამატებით, 22 მისამართზე მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა