„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ორგანიზაციები საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, უნიკალური ბუნების გაცნობისა და უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, გრძელვადიან საინფორმაციო კამპანიას იწყებენ. მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ და „ვენდისა“ და „დანკინის“ დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ მოაწერეს.

„ვისოლ ჯგუფისათვის“ საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა შექმნილი ვითარების ფონზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობის პოლიტიკის ძირითადი საზრუნავია. აღნიშნული პროექტით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად გვსურს, ხელი შევუწყოთ როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს უნიკალური ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაციის აქტიური გავრცელებითა და მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიით. პარალელურად, „ვისოლ ჯგუფი“ ცდილობს, წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორისა და არგვეთას მონაკვეთზე „დასვენებისა და მომსახურების ცენტრების“ შექმნით, სადაც ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. დღეისათვის ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშველოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში,“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძის თქმით, სხვა მიმართულებებთან ერთად, აქცენტები გაკეთდება დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების წესების დაცვისა და ქცევის წესების კუთხით.

„მემორანდუმის ფარგლებში ბევრი აქტივობა განხორციელდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. ეს კამპანია იქნება იმოგზაურე „ვისოლ ჯგუფთან" ერთად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რაც მოგვეხმარება ქვეყნის პოპულარიზაციასა და ეკოტურიზმის განვითარებაში“, - განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.

პროექტის ფარგლებში, მომზადდება ვიდეო-ბლოგები საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას გააცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთო-საფეხმავლო ბილიკებს და დაეხმარებიან ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. ამასთან, მაყურებლებს შეეძლებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა