"რუსთავი 2"-ის ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეთანხმება ვალიდურია, დავის  სამართლებრივი საფუძველი არსებობს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქიბარ ხალვაშისა და ირაკლი ოქრუაშვილი შეთანხმება ვალიდურია, მას დავის სამართლებრივი საფუძველი აქვს.

თუმცა, როგორც საძაგლიშვილი ამბობს, საკითხის განხილვის დროში გაჭიანურებამ შესაძლოა, დავას აზრი დააკარგვინოს.

"მე მაქვს პირადად ნანახი შეთანხმება, რომელიც ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის არის დადებული. ეს შეთანხმება ჩვენს საქმეზე წარვადგინეთ უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ 2016 წელს და აქედან გამომდინარე მაქვს ეს დოკუმენტი ნანახი. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ვალიდურია და ორივე მხარის მიერ არის ნამდვილად ხელმოწერილი, სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ეს საქმე განიხილება ქართულ სასამართლოში, ეჭვი მეპარება, რომ ეს პროცესები დროულად წარიმართოს. შესაბამისად, დროში გაჭიანურებამ შეიძლება საერთოდ დაიკარგოს აზრი ამ საკითხის განხილვას",- განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის ახალ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს უჩივის.

ოქრუაშვილი ხალვაშის მიერ გუშინ დარეგისტრირებულ „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გია ზედელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნამდვილია ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ შეთანხმების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით, ასევე ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს აქვს და არა მას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს