„რუსთავი 2"-ის ადვოკატის განცხადებით, თანამშრომლებთან კონტრაქტების გაფორმება გარანტია ვერ იქნება, რომ ჟურნალისტებმა საქმიანობა დამოუკიდებლად განახორციელონ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ტელევიზიის თანამშრომლებთან კონტრაქტების გაფორმება ვერ იქნება გარანტია,რომ ჟურნალისტებმა თავიანთი საქმიანობა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუმცა, როგორც საძაგლიშვილმა განაცხადა, რა თქმა უნდა, ცარიელ სიტყვას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, სჯობს, ეს პირობა სამართლებრივად იყოს განმტკიცებული.

"ეს არ იქნება აბსოლუტური გარანტია იმიტომ, რომ შემდეგ მაინც შეიძლება ისეთი გადაწყვეტიელებების მიღება მენეჯმენტის მიერ, რაც ფაქტობრივად არ მისცემთ ჟურნალისტებს საშუალებას, განახორციელონ საკუთარი საქმიანობა დამოუკიდებლად. თუმცა, რა თქმა უნდა, ცარიელ სიტყვას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, სჯობს სამართლებრივად იყოს ეს პირობა განმტკიცებული. ამ კონტრაქტების შედგენას არ სჭირდება დიდი შრომა, შესაძლებელია, მარტივად, უბრალოდ აუცილებელია ორივე მხარის ნება. ჟურნალისტების ნება დაფიქსირდა და ბუნებრივია, რომ მათი ნებაა იყვნენ დამოუკიდებლები და მათ საქმიანობაში არავინ არ ერეოდეს. რაც შეეხება მეორე მხარის ნებას, ახალი დირექტორის და ქიბარ ხალვაშის ნებას, თუ თანახმა იქნებიან ამ პირობაზე და მართლა აპირებენ საკუთარი სიტყვის შესრულებას, რაშიც პირადად მე ეჭვი მეპარება, მაშინ ბუნებრივია, მათთვისაც მისაღები უნდა იყოს ეს შეთავაზება",- განაცხადა საძაგლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო