მამუკა ბახტაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასტური, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფას და ადამიანების წამებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, პრემიერის თქმით, არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული გზა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ფარსია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული არჩევანი და საქართველოში მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემის არსებობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. წინაღმდეგ შემთხვევაში, მათი პოზიცია ითარგმნება ძალიან მარტივად, რომ ადგილი აქვს შეტევას ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე და იმ პრინციპებზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საერთო სამშობლო უნდა ავაშენოთ. გუშინდელი დღე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფას და ადამიანების წამებას. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა პრემიერ-მინისტრს ასევე დაუსვა კითხვა, ზეიმობს თუ არა ნიკა გვარამიას წასვლას.

„ჩვენ ვზეიმობთ ქართველი სპორტსმენების გამარჯვებას, ქართველი ხელოვანების წარმატებას და მთელი ერი ვიზეიმებთ ერთად, როდესაც დავამარცხებთ ორ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას - ოკუპაციას და სიღარიბეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა