ნინია კაკაბაძე - პაატა სალია ერთი-ორი თვე იტყვის, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, თუმცა ეს განცხადება ღიმილის მომგვრელია

მედიაექსპერტის ნინია კაკაბაძის შეფასებით, ქიბარ ხალვაში იბრძოდა იმისთვის, რომ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილიყო, ამიტომ მისი ადვოკატის განცხადებები, რომ არ შეიცვლება ეს პოლიტიკა ღიმილის მომგვრელია.

"ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- განუცხადა კაკაბაძემ ჟურნალისტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო