20 ივნისის აქციის მონაწილის ლევან ჯიქურის მეუღლე პროკურორს - სუიციდამდე ნუ მიმიყვანთ

სუიციდამდე ნუ მიმიყვანთ, - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმის პროკურორს, გიორგი მუკბანიანს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლემ. ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ ლევან ჯიქურს რამდენიმე წუთის წინ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"ამდენი ოპერაციები აქვს და გირაოს არ უფარდებთ ხალხნო? დედა მეორე ჯგუფის ინვალიდი ჰყავს, შვილი პატარა. ძალიან გთხოვთ, მოგვეცით შანსი ოჯახს რომ არჩინოს. სუიციდამდე ნუ მიმიყვანთ", - მიმართა პროკურორს ბრალდებულის მეუღლემ.

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ, 20 ივნისის აქციის მონაწილეს, ლევან ჯიქურს პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესზე ჯიქურისთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 2 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. გამოძიების ინფორმაციით, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, კერძოდ აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემულია 12 პირი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო