ადვოკატი 20 ივნისის აქციის მონაწილის ლევან ჯიქურის პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ვაპირებთ სააპელაციო წესით გასაჩივრებას და აუცილებლად, გავასაჩივრებთ, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული ბრალდებული ლევან ჯიქურის ადვოკატმა ალექსანდრე ზუბიაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარემ არაერთი მტკიცებულება წარადგინა, თუმცა სასამართლომ არც ერთი მათგანი არ გაითვალისწინა.

„ვერანაირად დავეთანხმები პროკურორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან წარვადგინე ყველა მტკიცებულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამის შესახებ სასამართლოსაც წარვუდგინე, მაგრამ სამწუხაროდ, არც სასამართლომ არ გაითვალისწინა არც მისი მდგომარეობა, არც მისი ოჯახური მდგომარეობა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მეუღლე ჰყავს მძიმედ დაავადებული, რომელსაც არაერთი ოპერაცია აქვს ჩატარებული და სექტემბრისთვის დაგეგმილია ერთ-ერთი სერიოზული ოპერაცია. ასევე, მის კმაყოფაზე იმყოფება მისი მეუღლის დედა, ისიც ცუდად არის, არც ეს არ გაითვალისწინა. ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული, რაშიც მას ბრალი ედება. მე მოვითხოვე, არც ერთი აღკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, ასევე ალტერნატივის სახით მოვითხოვე გირაო, თუმცა არც ეს არ გაითვალისწინა სასამართლომ“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ ბრალდებულ ლევან ჯიქურს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა