განათლების სამინისტრო კახაბერ აბაშიძეს Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კახაბერ აბაშიძეს Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დაინიშვნას ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

კახა აბაშიძემ Disney-ში იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ვიცე-პრეზიდენტად ტელეარხების დისტრიბუციის დარგში მუშაობა 2008 წელს დაიყო.

ამასთან, კახა აბაშიძე Disney-ს ოფისს დღემდე თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უძღვებოდა, სადაც მედიადისტრიბუციის განვითარებას კურირებდა.

Disney-ის ახალი გენერალური დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაში საქმიანობდა, სადაც ის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს