იულია სუსლიაკი - ჩემი საქმის ფაბრიკაცია მოხდა იმისთვის, რომ მაღალჩინოსნებმა სამხრეებზე ვარსკვლავები მოიმატონ - გარანტიას ვიძლევი, ეს ადამიანები აუცილებლად აგებენ პასუხს

„ეს ადამიანები აუცილებლად აგებენ პასუხს, მე ამის გარანტიას ვიძლევი,“- ეს განცხადება ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა, პენიტეცნიური დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

სუსლიაკი მოგვიანებით ოფიციალური ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

„ახლა ძალიან უარყოფით ემოციებში ვარ. ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად გავაკეთებ ოფიციალურ, ვრცელ კომენტარს. ეს არის ფაბრიკაციული საქმე. ამ საქმის ფაბრიკაცია მოხდა იმისთვის, რომ მაღალჩინოსნებმა სამხრეებზე ვარსკვლავები მოიმატონ. ეს ადამიანები აუცილებლად აგებენ პასუხს, მე ამის გარანტიას გაძლევთ,“ - განაცხადა იულია სუსლიაკმა.

ჟურნალისტების კითხვაზე: ელოდება თუ არა მორიგ დაკავებას, მან ეს მოცემულობა არ გამორიცხა.

„რა თქმა უნდა, მე ველოდები, რომ ყველა შესაძლო, მორიგი მცდელობა იქნება გამოყენებული. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ, რომ მე მაქვს ერთი ნაკლი: ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ და არა იმას, რაც მათ სურთ, რომ ვილაპარაკო“- დასძინა იულია სუსლიაკმა.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო