Batumi Discount Card-ით ტურისტებს აჭარაში 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტებს ფასდაკლების ბარათს სთავაზობს. ახალი “Batumi Discount Card”-ით მოგზაურებს აჭარაში დასვენებისას 40%-მდე ფასდაკლების მიღება 52 ტურისტულ ობიექტში შეუძლიათ. მათ შორისაა: ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი, კვებისა და განთავსების სხვადასხვა ობიექტი. ახალი “Batumi Discount Card”-ის პრეზენტაცია გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა.

შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ რეგიონში ფასდაკლებების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე ტურისტულ სააგენტოებთან და გიდებთან თანამშრომლობის პირობებზე ისაუბრა.

„ფასდაკლების ბარათი საშუალებას აძლევს ტურისტებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ აჭარაში არსებული სხვადასახვა ტიპის ობიექტზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სთავაზობენ ტურისტებს ფასდაკლებებს. მეორე მხრივ, კი გაზარდოს თვითონ ამ ტურისტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების ცნობადობა, ასევე რეგიონში ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და ფასდაკლებების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა. ბარათში შევძელით თავი მოგვეყარა 50-ზე მეტი ტურისტული ობიექტის, ღირსშესანიშნაობის, კვებისა და განთავსების ობიქტისთვის, სადაც წლის ნებისმიერ დროს ბარათის მფლობელებს 10-დან 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ“, - აღნიშნა შეხვედრაზე თინათინ ზოიძემ.

როგორც „ინტერპრესნიუს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფასდაკლებების ბარათის მიღება ნებისმიერ მსურველს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში შეუძლია. მისი ღირებულება 10 ლარი, გამოყენების ვადა კი 10 დღეა. ბარათით რეგიონის სტუმრებს ფასდაკლებების მიღება 25-მდე კვებისა და განთავსების ობიექტში, 20-მდე ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობასა და აქტივობაზე, ტურისტულ სააგენტოებსა და სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ. გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე მოიცავს სიმ ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს 10 სამგზავრო ბილეთით. Batumi Discount Card-ის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებპორტალზე Gobatumi.com.

იხილეთ ბმული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს