პაატა სალია დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდება

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ფინანსური სამსახურის უფროსსა და ტელეკომპანის HR-ის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე პაატა სალია ჟურნალისტებს ესაუბრა.

„შევხვდი ფინანსური სამსახურის უფროსს ირაკლი ნიჟარაძეს და HR-ის ხელმძღვანელს თამილა გველესიანს. საკმაოდ კარგი და ხანგრძლივი საუბარი მქონდა თამილა გველესიანთან. მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, ასევე გამაცნო ზოგადად ტელევიზიის სტრუქტურა, ამიხსნა როგორ მუშაობს კომპანია. ფინანსისტებს ჯერჯერობით არ შევხედრილვარ. ცოტა მოგვიანებით, საღამოს როდესაც ყველა საინფორმაციო გამოშვება დასრულდება, ყველა ჟურნალისტთან მექნება შეხვედრა, ეს არ იქნება ინდივიდუალური შეხვედრები, ერთობლივად ყველას შევხდებით ერთ დიდ დარბაზში და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს