IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების რეიტინგში პირველ სამ ადგილს დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და გრიგოლ ვაშაძე იკავებენ

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პოლიტიკოსების პირად რეიტინგში “ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს. ის გამოკითხულთა 59%-ს მოსწონს.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი რეიტინგის ათეულში ვერ შევიდა იქიდან გამომდინარე, რომ ის გამოკითხულთა მხოლოდ 35%-ს მოსწონს, 57%-ს კი არა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, გამოკითხულთა 40%-ის მოწონება დაიმსახურა, მაშინ როდესაც ის არ მოსწონს 47%-ს. ათეულის უკანასკნელ სამ ადგილს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და გიორგი ვაშაძე შესაბამისი თანმიმდევრობით იკავებენ. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ყველაზე ნაკლები მოწონებით სწორედ სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს, ის გამოკითხულთა 57%-ს არ მოსწონს.

მმართველი პარტიიდან ყველაზე მეტი მოწონება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოიპოვა, ის რეიტინგის მეორე ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კალაძე გამოკითხულთა 49%-ს მოსწონს, 43%-ს კი არა.

ათეულში სხვა პოზიციები ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე - მოსწონს: 48%-ს, არ მოსწონს: 43%-ს; დავით უსუფაშვილი - მოსწონს: 41-ს, არ მოსწონს: 45-ს; შალვა ნათელაშვილი - მოსწონს: 41-ს, არ მოსწონს: 50-ს; ალეკო ელისაშვილი - მოსწონს: 40-ს, არ მოსწონს: 35-ს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა