აქციის დაკავებული მონაწილე - ფარს გოგო-ბიჭებს ვაძლევდი, რომ ტყვიებისგან თავი დაეცვათ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ

ფარს გოგო-ბიჭებს ვაძლევდი, რომ ტყვიებისგან თავი დაეცვათ, - ამის შესახებ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცოტნე ცოტნიაშვილმა განაცხადა.

მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

"ტელევიზორით გავიგე ეს ამბავი. როცა მივედი, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჩავდექი, ტყვია მესროლეს და გამომიყვანეს. მეორედ მაშინ მესროლეს, როცა დაჭრილი ქალბატონები გამყავდნენ. ცხინვალიდან ვარ ორჯერ ლტოლვილი, ნაომარი. ფარი წავართვი და გოგო-ბიჭებს ვაძლევდი, რომ თავი დაეცვათ ტყვეიბისგან. მესამედ რომ დამჭრეს, ფეხს ვერ ვდგამდი, 9 ტყვია მომხვდა. თავს დამნაშავედ არ ვცნობ", -განაცხადა ცოტნიაშვილმა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო ბაჯელიძისა და ცოტნე ცოტნიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა