რომან გოცირიძე - პატიმართა შეწყალების კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა დარჩეს!

პატიმართა შეწყალების კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა დარჩეს და მისი იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედების ინიციატივა დღის წესრიგიდან მოიხსნას, თუკი ეს ინტერესთა კონფლიტს წარმოშობს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

“შეწყალების კომისია ტრადიციულად პრეზიდენტთან იყო. სასურველია იქ დარჩეს, მაგრამ კომისია ისეთ მექანიზმად არ უნდა გადაიქცეს, სადაც პატიმრის შეწყალება, როგორც განსაკუთრებული მოვლენა, არ მიიღებს იმ ფორმას, რაც დღემდე იყო და რაც საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

პატიმართა შეწყალების საქმეებთან დაკავშირებული კომისია იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შესაძლოა აღარ შეიქმნას. მიზეზად ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო გაჩენა სახელდება, თუმცა ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსჯავრდებულთა შეწყალების კომისია აღარ ფუნქციონირებს. 6 მარტს, პარლამენტში პირველი მოხსენებით გამოსვლისას კი, სალომე ზურაბიშვილმა კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლაზე ისაუბრა.

ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა და ამჟამად მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზეა “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კოდექსში ჩნდება პირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით ხორციელდება. შესაბამისად, პრეზიდენტს კანონის დონეზე ენიჭება უფლებამოსილება, მის კომპეტენციაში შემავალი ნორმატიული აქტის გამოცემის ფორმით, შეწყალების პროცედურული საკითხები დაარეგულიროს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კანონში დაგეგმილი სწორედ ამ ცვლილებებით უნდა შექმნილიყო სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ შემდგომში პრეზიდენტის ბრძანებულებით, იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში სპეციალური საკონსულტაციო ორგანო ჩამოყალიბებულიყო, რომელიც პატიმართა შეწყალების საქმეებზე დასკვნებს დაწერდა და რეკომენდაციების სახით მას პრეზიდენტს მიაწვდიდა.

ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ არის, რადგან როგორც ითქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია, ასეთი სათათბირო ორგანოს იუსტიციის სამინისტროში შექმნა, ინტერესთა კონფლიქტს ქმნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა