გუბაზ სანიკიძე - ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას პოლიტიკურ დევნას და „რუსთავი 2“-ის საკითხს ვუკავშირებთ - ივანიშვილის ტერორის არავის ეშინია

არაფერ კარგს არ ველოდებით, რადგან სასამართლო ბიძინას ჯიბეში უდევს, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომლის დაკავების თაობაზე განაცხადა.

ამასთან, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომელს, კობა კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და შედეგად დააკავეს. აღნიშნულს გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ დევნას უწოდებს და „რუსთავი 2“-ის საქმესთან აკავშირებს.

„ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებთ ამას პოლიტიკურ დევნას და გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ის საკითხს. იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს აქვს ძალიან სერიოზული საბუთები იმისა, რომ მას ეკუთვნის „რუსთავი 2“ და არა ქიბარ ხალვაშს. თვითონ ბიძინა ივანიშვილი გადასულია ჩვეულებრივ ტერორზე. ბიძინას ტერორის არავის ეშინია, მითუმეტეს ჩვენ. არაფერ კარგს არ ველოდებით, იმიტომ, რომ სასამართლო ბიძინას ჯიბეში უდევს,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკარტი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კობა კოშაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოსა და სხვა ნებისმიერი შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა