ეკა გიგაური - იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვსხედვართ, არ იქნება სწორი

იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვსხედვართ, არ იქნება სწორი, - ამის შეახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სანდოობის შეფასებისას განაცხადა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არასწორია და განცხადება, თითქოს ვიღაც მოსყიდულია სტრასბურგიდან, არასერიოზულია.

"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არის ის სასამართლო,რომელიც იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და მისი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის არასწორი, იმიტომ, რომ ჩვენს ძალიან ბევრ რეკომენდაციასა და გადაწყვეტილებაში ვიყენებთ ხოლმე სტრასბურგის სასამართლოს მაგალითს, ამიტომ იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვსხედვართ, არ იქნება სწორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართ სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, იქნება არასწორი," - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაური ასევე შეეხო „რუსთავი 2“-ში მიმდინარე მოვლენებს და ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის მოსალოდნელ შეცვლას, რაზეც გიგაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს სამწუხარო პრეცედენტები, როდესაც ხელმძღვანელის შეცვლასთან ერთად იცვლება არხის სარედაქციო პოლიტიკაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო