საკონსულოში ათენში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ შეტყობინება არ შესულა

ათენში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მონაცემებით, საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე შეტყობინება შესული არ არის.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდა 5,3 იყო. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს