ნიკა მელია - შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს

შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.

„პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს. „რუსთავი 2“-ით ხდებოდა მათი მხილებაც, საზოგადოებაში პროტესტის ზრდაც, მაგრამ ამავდროულად, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადღაც რომ ასე მძლავრად ისმოდა სიმართლე, ეს ხალხს როგორღაც მაინც ამშვიდებდა. ახლა კი მან ამ განმუხტვის, ორთქლის გამოშვების შანსიც ჩაკლა და აუცილებლად აიხდის თავს ჩაიდანი და სწორედ მას დაფუფქავს. ამასობაში კი შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს“, - წერს მელია.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა