გენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმე იგზავნება უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და საქმე აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ.

„გამომდინარე იქედან, რომ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმე იგზავნება უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ, საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ვერც ერთ სახეს ვეღარ გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობისას საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში არაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა, აქამდე ქართულ მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები დღემდე არ მიუღია. შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება ეფექტურად შეძლებს მოიპოვოს სისხლის სამართის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ხსენებულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით იხელმძღვანელა და იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვი მათი მეურვეობისა და ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფის შესახებ გარანტიების მიღების შემდეგ უკრაინას გადასცა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო