მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი - როცა შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, არსად მოვერიდები ამის თქმას

როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს არის აღიარებული ფაქტი, არსად მოვერიდები ამის თქმას. ეს მე, არანაირად მიზღუდავს ჩემს სამსახურებრივ დამოკიდებულებას, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა.

მოსამართლეობის კანდიდატს საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჰკითხა, შეუძლია, თუ არა მოსამართლეს წავიდეს ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. მოსამართლის თქმით, სამშობლოს განცდა ადამიანს მუდმივად უნდა ჰქონდეს და ეს საერთო ღირებულებაა.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიღებულია. არის ძალიან მაღალი ღირებულებები, რომელი ღირებულებების აღიარებაც მოსამართლეს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ფაქტთან, რომელიც გულის და სულის სიღრმემდე შემძვრელია და როდესაც შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს არის აღიარებული ფაქტი, არსად მოვერიდები ამის თქმას. ეს მე არანაირად მიზღუდავს ჩემს სამსახურებრივ დამოკიდებულებებს. მივესალმები ამ კანონის მიღებას. მივესალმები იმ ადამიანების წამების მსხვერპლად გამოცხადებას და ასეთი ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო, მათ შორის: არჩილ ტატუნაშვილი. ისინი შეგნებულად აწამეს იმის გამო, რომ იყვნენ თავის ქვეყნის ინტერესების დამცველები. საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს განცდა სულ უნდა გქონდეს და არ უნდა გტოვებდეს არსად, არც ერთ სიტუაციაში. ხვალ რომ საჭირო გახდეს, ყველა ფიზიკურად იქ უნდა დავდგეთ, სადაც უნდა ვიდგეთ, სადაც იდგნენ და აქამდე მოიტანეს სახელმწიფო. ეს ვაწავლოთ ჩვენს შვილებსა და ეს გავაკეთოთ, თუ ამის საჭიროება გახდა", - განაცხადა გაბინაშვილმა.

მერაბ გაბინაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა