„საგურამო - ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები განხორციელდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „გორი-ქარელის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის ახლადაშენებული ,,ფცა-ჩორჩანას“ 17 კმ-იანი მონაკვეთის მოქმედ „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

მათიევ ცნობით, „აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო 23 ივლისს 06:00 საათიდან - 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება: ხაშურს და სოფლების: ხცისის, გომის, აგარების, ალის, ახალსოფლის, ვაყას, გოძისხილისყურის, სატივეს, დიდი სატივეს, პატარა სატივეს, პატარა ახალისოფლის, ოსიაურის, სურამის, ტაშისკარის, ქვიშხეთის, ბულბულისციხის, ცხრამუხისა და ტეზერის მოსახლეობას, აგრეთვე ოსიაურის სამხედრო ბაზას“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა