იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ საბჭოს წევრებს შესთავაზეს, რომ ვინაიდან პირველ ორ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი გახანგრძლივდა, მესამე კანდიდატთან მირანდა ერემაძესთან გასაუბრება სხვა დროისთვის გადაედოთ. ჯანეზაშვილის და დოლიძის აზრი საბჭოს სხვა წევრებმა არ გაიზიარეს, რის შემდეგაც მათ სხდომის ოთახი დატოვეს.

"საბჭო სრულიად ფორსირებულ რეჟიმში ატარებს გასაუბრებებს და ამით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და გვართმევს ჩვენი საქმიანობის განხორციელების უფლებას. ეს არის განპირობებული იმით, რომ უნდათ, გასაუბრება ჩაატარონ ზედაპირულად, სასწრაფოდ აგვისტოში წარადგნინონ ეს კანდიდატები და დაამტკიცონ პარლამენტში. ჩვენ დავტოვეთ გასაუბრების ის ეტაპი, რომელიც სცილდება ნორმალურ, საქმიან გარემოს. არ ვფიქრობ, რომ სწორია შუაღამით კანდიდატებთან გასაუბრება. ეს პრაქტიკა ამ შენობაში 2006-2007 წელს იყო, როცა ღამღამობით ატარებდნენ სხდომებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, სხვა დროს გასაუბრებას ჩვეულ რეჟიმში შეუერთდებიან.

"დღეს მიშაობა დავიწყეთ დილის 09:00 საათზე.ყველანი აქ იყავით და თვალს ადევნებდით იმას, თუ როგორ მიმდინარეობდა გასაუბრება. ყველას აქვს უფლება დასვას შეკითხვა. ამ უფლებით მინდა ვისარგებლო იმისათვის, რომ გავარკვიო იმსახურებს თუ არა ესა თუ ის კანდიდატი გადავიდეს 20 კაციან სიაში,ან საერთოდ იმსახურებს, თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას. ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ბევრი კითხვაა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დიმიტრი გვრიტიშვილს მოეჩვენა, რომ კითხვები იყო სულელური. ეს სამარცხვინო შეფასებაა მოსამართლის მხრიდან. არ შეიძლება მოსამართლე ამ ლექსიკით საუბრობდეს კოლეგაზე. მე დავსვი ყველა ის შეკითხვა, რომელიც იყო ჩემთვის საინტერესო. ჩინჩალაძის,მურუსიძის და ამ "კლანის" შესახებ შეკითხვა მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ გასაუბრება გადადებულიყო, ვინაიდან გვაქვს დრო, გავაგრძელოთ გასაუბრება სამუშაო საათებში.19:00 საათზე რომ გასაუბრებას დაიწყებ და ღამის 12:00 საათზე დაასრულებ, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება ამ პროცესისადმი. ეს ხალხი თავისი შეკითხვებით ამჟღავნებს ამას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამის მიუხედავად, გასაუბრების პროცესი საბჭოში გაგრძელდა.ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მირანდა ერემაძეს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა