პაატა სალიამ გააკეთა კომენტარი, არის თუ არა მომხრე, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2“-ზე მუშაობა განაგრძოს

მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ, - ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მომხრე, რომ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ტელევიზიაში მუშაობა განაგრძოს, როცა ორთვიანი სანქციის ვადა გავა.

პაატა სალიას განცხადებით, როგორც მისი, ასევე ქიბარ ხალვაშის პოზიცია იყო, რომ ყველა რჩება დაკავებულ თანამდებობებზე, გარდა არხის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასი.

„მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ. მე ვთქვი, დავაფიქსირე პოზიცია, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ქიბარ ხალვაშის პოზიცია იყო ეს, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ეს ეხებოდა უკლებლივ ყველას, გარდა ნიკა გვარამიასი. დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა არ იცის გიორგი გაბუნია აპირებს თუ არა მასთან თანამშრომლობას, ასევე ის აღნიშნავს, რომ „პოსკრიპტუმის“ წამყვანი „მისი ნახვით გახარებული არ იყო.“

„ჩემი ნახვით გახარებული ვერ იქნებოდა და არ იყო, თუმცა რეალობა ეს არის",- განაცხადა პაატა სალიამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს