მრგვალ ბაღთან, სადაც მამუკა ბახტაძე და კახა კალაძე იმყოფებიან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ვაკეში, მრგვალ ბაღთან, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე რეაბილიტურებულ ბაღს ხსნის, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებს. მრგვალ ბაღში იმყოფება პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, კახა კალაძე არის პარტია "ქართული ოცნების"გენერალური მდივანი და პასუხისმგებლობა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე მანაც უნდა აიღოს.

მათივე განცხადებით, მანამდე, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება, ახალგაზრდები ყოველთვის შეუქმნიან ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს.

20-მდე ახალგაზრდა მრგვალ ბაღთან თვალზე ხელაფარებული დგას. აქტივისტთა ნაწილს ასევე თვალზე სახვევები უკეთიათ წარწერით: "საქართველოს 20% ოკუპირებულია".

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა