კახა კალაძე IRI-ს კვლევებზე - როდესაც ვამბობთ, რომ არ ვენდობით იმ ქართულ კომპანიას, რომელიც ველზე მუშაობს, კითხვა ხომ უნდა გაგიჩნდეთ, ეს კაცი გიჟია? რატომ არ ენდობა ამ კვლევებს?

არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვენდო IRI-ს ადგილობრივი ორგანიზაციის კვლევას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ ადგილზე იქნება კვლევაში, მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება მისადმი.

"ჩვენ გვახსოვს კვლევები 2012 წლიდან მოყოლებული. ჩვენ გამოვდივართ, მთავრობის წევრები და ვამბობთ, რომ არ ვენდობით IRI-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ჩატარებულ კვლევებს, იმ ქართულ კომპანიას, რომელიც ველზე მუშაობს. ამას რომ ვამბობთ, კითხვა ხომ უნდა გაგიჩნდეთ, ეს კაცი გიჟია? რატომ არ ენდობა ამ კვლევებს? ამიტომ ძალიან მარტივია პასუხი - 2012 წლიდან მოყოლებული, ამოიღეთ ყველა კვლევა, რომელიც ადგილობრივ ორგანიზაციებს აქვთ ჩატარებული და ნახეთ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები რა იყო და რა ხდებოდა რეალობაში. ძალიან მარტივად მიიღებთ პასუხს. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვენდო ამ ადგილობრივი ორგანიზაციის კვლევას. მე რა ადგილი მიჭირავს, ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ როდესაც ქუჩაში გადავაადგილდები. თავაწეული დავდივარ და ნამდვილად მსიამოვნებს ხალხის დამოკიდებულება და განწყობა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ. ეს არის საზოგადოების პასუხი ჩვენს საქმიანობაზე რასაც ვაკეთებთ",- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა