აქციის მონაწილეებს ფლაერები დაურიგეს, რომლებშიც, ორგანიზატორების თქმით, გიორგი გახარიას ტყუილებია ასახული

პარლამენტთან, სადაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, უკვე 30-ე დღეა აქცია იმართება, სიტყვით გამოსვლების ნაწილი დასრულდა და დაიწყო სასაუბრო პანელი, სადაც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება.

მანამდე აქციის მონაწილეებს ფლაერები დაურიგდათ, სადაც "20-21 ივნისს მომხდარი ფაქტები და შს მინისტრის 12 ტყუილია ასახული".

"აქციის მონაწილეებს ფლაერები დაურიგდათ, სადაც ასახულია სტატისტიკა, თუ რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს და აგრეთვე ჩამოთვლილია ტყუილები, რომელიც ჩვენმა შს მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოებას უტიფრად აკადრა. მოხერხება უნდა 12 ტყულის თქმას", - მიმართა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა