პარლამენტთან აქცია 20 ივლისს 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტთან აქცია დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, აქცია 20 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება.

მისი თქმით, ხვალ ერთი თვე ხდება, რაც პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს და შეკრებილებს მოუწოდა, აქციაზე მეგობრებთან ერთად მივიდნენ, რათა ერთად იზეიმონ ის გამარჯვებები, რაც მოიპოვეს და რაც ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვთ.

"19:00 საათზე დავიწყებთ შეკრებას. თქვენს მეგობრებს უთხარით, რომ მობრძანდნენ და ერთად აღვნიშნოთ. გამარჯვებები უკვე გვაქვს, ჩვენ მოვიპოვეთ პროპორციული არჩევნები. აღვნიშნოთ ეს გამარჯვება და მოვიპოვოთ შემდეგი გამარჯვებებიც", - მიმართა დიღმელაშვილმა აქტივისტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო