პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საუბარი გუშინდელთან შედარებით,  გაცილებით კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა

ვფიქრობ, რომ საუბარი გუშინდელთან შედარებით, გაცილებით კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა შეკითხვები დაისვა, მათ შორის გარანტიებთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამისი პასუხები გასცა.

„შეხვედრა შედგა ძალიან ბევრ ადამიანთან, რომელიც ამ არხზე მუშაობს. დაგეგმილია ასევე მომდევნო შეხვედრები და ვფიქრობ, რომ საუბარი იმ ვითარებაში, რაც იყო გუშინ, იმასთან შედარებით, გაცილებით კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. იყო გარკვეული შეკითხვები იმ კონტექსტში, რაც მოისმინეთ გუშინ, რომ გარანტიები რა იქნება და ა.შ. ამაზე იყო ჩემი შესაბამისი პასუხებიც, რომ გარანტია თავისთავად კონტრაქტის არსებობა არ არის. ამის შემდგომ მოვისმინე პოზიცია, რომელიც წერილობით არის, როგორც გავიგე, ეს განცხადება არსებობს წერილობით, თუ არ ვცდები ენჯეო სექტორის... სამი მოთხოვნა, არ ვიცი. ზეპირად მოვისმინე იქ საუბრისას ამის თაობაზე. ვიცი, რომ არის მოთხოვნა, მოთხოვნას გავეცნობით.“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით