„რუსთავი 2“-ის ახალი გენდირექტორი – ახლა მთავარი ამოცანა არ არის, ვიღაცის დარღვევა ვეძებოთ,  მთავარი ამოცანაა, ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე ვითარებიდან

ახლა მთავარი ამოცანა არ არის, ვიღაცის დარღვევა ვეძებოთ ჩვენ. მთავარი ამოცანაა, ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე ვითარებიდან, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

პაატა სალიას განმარტებით, მათი ნდობით აღჭურვილი პირი ფინანსურ საკითხებში კონსულტაციებს გაუწევს და სწორედ მასთან შეთანხმებით მოხდება ფინანსური ტრანზაქციები.

„ინტერპრეტაციებს ისე ნუ გავაკეთებთ, ან გავერკვეთ საკითხში რაზე ვლაპარაკობთ, რომ სწორი ინტერპრეტაცია მივცეთ. მე არ მისაუბრია დარღვევებზე. დარღვევები უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს, ამას სჭირდება დრო, შეფასება და ასე შემდეგ. ეს არ არის ახლა მთავარი ამოცანა, ვიღაცის დარღვევა ვეძებოთ ჩვენ. მთავარი ამოცანაა, ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე ვითარებიდან... ფინანსური აუდიტის შემოყვანა არაფერ შუაშია. მე მოვიყვანე ჩვენი ნდობით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც ფინანსურ საკითხებში კონსულტაციას გვიწევს და მასთან შეთანხმებით მოხდება ფინანსური ტრანზაქციები, თუმცა სამწუხაროდ, ახლა ამის შესაძლებლობაც არ არის,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

რაც შეეხება კითხვას, მიიღებენ თუ არა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები თვის ბოლოს ანაზღაურებას, პაატა სალიამ განაცხადა, რომ „თვის ბოლოს ანაზღაურება უნდა მიიღონ თანამშრომლებმა“.

„იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც დაგვხვდა, ასევე მოვიკვლიე, ასე ვთქვათ, გამოვიკვლიე გარკვეული გარემოებები, მოვიკვლიე ინფორმაცია, რა შეიძლება გაკეთდეს, ვთხოვე ფინანსურ სამსახურს ამ შაბათ-კვირის განმავლობაში რაღაცებზე ვიფიქროთ, რომ იქნებ დავსახოთ გამოსავალი. ველაპარაკე ქიბარ ხალვაშს, მასაც ვუთხარი და ამოცანა არის შესასრულებელი. არ არსებობს წინასწარ გარანტირებული რაღაცები, მემგონი ელემენტარულ რამეს ვამბობ,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო