ირანმა სპარსეთის ყურეში ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა და თეირანის ქმედებას მიუღებელი უწოდა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტის განცხადებით, ირანის ნაბიჯს სერიოზული შედეგები მოყვება თუ ვითარება დროულად არ გამოსწორდა. თავის მხრივ, ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ბრიტანული ტანკერი საერთაშორისო საზღვაო წესებს არღვევდა, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა. ტანკერის „სტენა იმპეროს“ მფლობელის განცხადებით, ისინი ყველა საერთაშორისო სანავიგაციო რეგულაციას იცავდნენ, თუმცა, მაშინ დააკავეს როდესაც საერთაშორისო წყლებში იმყოფებდნენ.
ტანკერზე ეკიპაჟის 23 წევრი იმყოფებოდა.