მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტიის მომხრეებს მოუწოდა პროპორციულ არჩევნებში ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიას მისცენ.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიეცეს უმრავლესობის შექმნის შანსი და ამ სიტუაციაში ყოველი პროცენტი მნიშვნელოვანია. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ორიოდე პროცენტი, რისი მიღების შანსიც მის პარტიას აქვს, შეიძლება მაინც არ ეყოს ბარიერის გადასალახად და დასანანი იქნება თუ ეს პროცენტები დააკლდება ზელენსკის პარტიას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ სააკაშვილი თავის მომხრებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ საკუთარი პარტიის -„ახალი ძალების მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატებს, ხოლო პროპორციულ ნაწილში ხმა მისცენ ზელენსკის „ხალხის მსახურს“.

ამ ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები