ჩინეთში, ქარხანაში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ცენტრალურ ჰენანის პროვინციაში გაზის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 20-მდე ადამიანი. 5 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 3 კილომეტრის რადიუსში შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა. შემთხვევა ქალაქ იმაში მოხდა. გაზგამანაწილებელმა ქარხანამ მომხდარის გამო მუშაობა შეაჩერა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ქარხანა ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა.

შეგახსენებთ, ჩინეთში ინდუსტრიული ავარიები ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ქარხნებში, მაღაროებსა და ელექტროსადგურებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლის მარტში ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო