საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირის N14-ში, ამბროლაურის ქუჩა N166-ში მდებარე მე-7 კორპუსსა და ბახტრიონის N7-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. ქანობიანი სახურავი შეკეთდა ცინცაძის ქუჩა N43 კორპუსში.

ამავე პროგრამით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, ყაზბეგის გამზირის N3ა, ფანასკერტელის ქუჩა N17 კორპუსსა და იშხნელების ქუჩა N6-ში, სადაც წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვლება.

„ამჟამად, ლიფტების შეკეთების სამუშაოები რვა მისამართზე მიმდინარეობს. ათ მისამართზე სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები ხორციელდება, დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩა N22-ში კი, სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები ტარდება.

აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 562 646 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა