ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N6-7 კორპუსების მიმდებარედ, გურამიშვილის გამზ. N33ბ-ში და სანზონის N12-15 კორპუსებთან არსებულ მოედნებზე შეიცვალა ინფრასტრუქტურა, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, განახლდა ფეხბურთის კარები და დამონტაჟდა კალათბურთის ფარები.

განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა. იმისათვის, რომ ბავშვები, ახალგაზარდები უფრო მეტად დაიტვირთონ სპორტული აქტივობებით, საჭიროა მეტი კომფორტული და მოწესრიგებული მოედანი. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სამ მინი სტადიონს, ასევე, თბილისის ზღვის სანაპიროზე ვაკეთებთ ქვიშის მოედანს და გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება სხვადასხვა მისამართზე“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მიმდინარე წლის განმავლობაში სპორტულ მოედნებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 181 892 ლარი გამოყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს