პაატა სალია „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებულ საკითხზე ჟურნალისტებს შეხვდება

საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით და პასუხი დაახლოებით 4-5 საათისთვის გვექნება, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რითაც „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტების შეთავაზებას გამოეხმაურა, რომელიც „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის და კრიტიკული საინფორმაციო გამოშვებების ხელშეუხებლობის გარანტად საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას შეეხება.

„დღეს გვექნება შეხვედრა ჟურნალისტებთან, იმ გუნდთან, ვისგანაც მოდის ეს შეკითხვა. ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით. დაახლოებით 4-5 საათისთვის. მანამდე პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით და ყველას გაცნობებთ. პირველ რიგში, გაიგებენ ის ადამიანები, ვინც დასვა ეს შეკითხვა და საზოგადოებას გავაგებინებთ ჩვენს პასუხს ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სალიამ.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა აღნიშნული საბჭოს შექმნა, მან თქვა რომ ამასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ აქვს და ამის შესახებ აუცილებლად იტყვის.

„თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, მერე ვისაუბროთ კანდიდატურებზე. ახლა არ დგას ასე საკითხი, რომ კანდიდატურებზე ვისაუბროთ. შეიძლება ჩვენ გვქონდეს რაღაც წინადადება, შეიძლება რაღაცა იყოს მისაღები, შეიძლება რაღაც არ იყოს მისაღები. ჯერ არ გავქვს ამაზე კონკრეტული პასუხი. დღეს მექნება“, - გაანცხადა სალიამ.

შგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.

„პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე - დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე - არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, - განაცხადეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო