პაატა სალია - ოქრუაშვილი ადვოკატი იყო, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და ისტორიას ყვება, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო ფული ასესხა?!

ოქრუაშვილი ადვოკატი იყო, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა?!“ - ასე ეხმაურება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ასესხა.

სალიას თქმით, ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ის წილების მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა?! საინტერესო პასაჟიც არის მაგ ე.წ. ხელშეკრულებაში, რომ თუ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად დაიწყებდა დავას ამასთან დაკავშირებით, მის გარეშე მაშინ ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხომ?! ჯარიმას არ ითხოვს, ითხოვს ტელევიზიის წილებს. მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გია ზედელაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნამდვილია ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია. მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ შეთანხმების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით, ასევე ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს აქვს და არა მას. „ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე განეხორციელებინა რაიმე მოქმედება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ის ვალდებული იყო, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის სახით. ეს პირობა, რა თქმა უნდა, დარღვეულად ითვლება იმიტომ, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ქიბარ ხალვაშის ქმედებები შეთანხმებული არ ყოფილა,“ - აცხადებს ოქრუაშვილის ადვოკატი.

აქვს თუ არა ქიბარ ხალვაშს ოქრუაშვილის ვალი? - პაატა სალიას კომენტარი

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება
"ორიონ ჯგუფმა" ვირტუალური ფული შექმნა - სიახლე სამშენებლო სექტორში
პროკრედიტ ბანკსა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ეტაპი „ემბავუდის“ განვითარებაში