სლოგანით „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ ფოთში თურეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი 8 იახტა შევიდა

„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“, - ამ სლოგანით ფოთის საზღვაო აკვატორიაში, თურეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი 8 იახტა შევიდა. მათი დახვედრის საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი დაესწრნენ.

„თავიდან ნაოსნობა მხოლოდ ხოფამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ რადგანაც მხარს ვუჭერთ სლოგანს „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“, ამიტომ გადაწყდა ფოთში შემოსვლა. მომავალ წელს, იმედია, ამ ღონისძიებას უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. მოხარული ვარ, რომ ასეთი გულთბილი დახვედრა მოგვიწყვეს“, - განაცხადა თურეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში მაქბულე ქოჩაკმა.

იახტები ფოთის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზეა განლაგებული. ღონისძიება სახელწოდებით ,,DADD rally შავი ზღვა 2019“ სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის (DADD) ორგანიზებით ეწყობა.ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი სამოყვარულო ნაოსნობის განვითარება და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაციაა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო