არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), ატლანტიკურ საბჭოში და მსოფლიო ბანკში გამართა.

მათივე ინფორმაციით, USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინთან, საქართველოს დელეგაციამ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელა, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები შეეხო.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება იყო განხილვის მთავარი თემა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ბანკშიც, სადაც ქართული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენელთა ასოციაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების შესახებ ისაუბრეს“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.​

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა