აშშ-ის ელჩი ევროკავშირში - ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის ხელმძღვანელად  დანიშვნა ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვას შეუწყობს ხელს

ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში გორდონ სონდლენდმა განაცხადა.

„ევრონიუსთან“ საუბრისას ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობა გაჩნდა.

„ვითარება მცირედით სტაგნაციისკენ მიდის, მათ დაიწყეს გულგრილობის გამოვლენა ცალკეულ შემთხვევებში. ამიტომაც ვფიქრობ, ევროკომისიის ხელმძღვანელის შესცვლა, თუ ამას მოისურვებ, ურთიერთობისთვის კარგი იქნება“, - განაცხადა გორდონ სონდლენდმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვაშინგტონსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ამის მიზეზი მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული პოზიციებია. მათ შორის ირანის და კლიმატური ცვლილებნების საკითხებსა და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა