„როიტერი“- იარაღის ყოფილ რუს მაგნატს ფარული გავლენა აქვს ბრიტანეთის პრემიერის არჩევნების პროცესზე

"იარაღის ყოფილ რუს მაგნატს ფარული გავლენა აქვს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების პროცესზე", - ამ სათაურით „როიტერი“ ექსკლუზიურ ინფორმაციას აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარია ალექსანდრ ტემერკოზე, რომელიც 90-იან წლებში იარაღით მსხვილი მოვაჭრე იყო და რუსეთის ხელმძღვანელობასთან ახლო კონტაქტები ჰქონდა. შემდეგ ის „იუკოსის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. 2005 წლიდან ტემერკო ბრიტანეთში ცხოვრობს, 2011 წლიდან კი ამ ქვეყნის მოქალაქეა. 2011 წლიდან დღემდე მან 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესწირა კონსერვატიულ პარტიას, ასევე ბორის ჯონსონთან დაახლოებული პირების საარჩევნო კამპანიებს. ის აგრეთვე „ბრექსიტის“ კამპანიის აქტიური მომხრეა. ტემერკო ამტკიცებს, რომ ბორის ჯონსონთან ახლო მეგობრობა აკავშირებს. თვით ბორის ჯონსონს ტემერკოსგან ფული არ აქვს მიღებული.

ამ თემაზე ბორის ჯონსონმა და მისმა პრესმდივანმა კომენტარი არ გააკეთეს, კონსერვატიული პარტიამ კი განაცხადა, რომ პარტიის ყულაბაში შემოწირულებები გამჭვირვალეა, კანონს შეესაბამება და ოფიციალურად ქვეყნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო