ადვოკატი - სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეფარდებოდა

ვერანაირი მინისტრთა კომიტეტი ვერ დააველდებულებს სახელმწიფოს, სასჯელი გადაისინჯოს, რომელიც სამი ინსტანციის 7-მა მოსამართლემ ძალაში დატოვა, - ასე გამოეხმაურა შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულკიანის განცხადებას.

წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებული მაღალჩინოსნებისთვის შეფარდებული სასჯელი საკმარისი არ არის. წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტი ამ საქმის გადასინჯვას დაავალებს.

„სრული აბსურდია! სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ მსჯავრდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეფარდებოდათ. განაჩენში წერია, რომ მოსამართლეს უნდა გაეთვალისიწინებინა, რომ მათ ამნისტიის აქტი შეეხებოდათ. გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის ნახსენები უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - აცხადებს კოჭლამაზაშვილი.

მისივე განმარტებით, სტრასბურგის შედეგის დასადგომად, სახელმწიფო და იუსტიციის სამინისტრო მომჩივანს დაეხმარა.

„სახელმწიფომ არაერთგზის, დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით, შეცდომაში შეიყვანა სტრასბურგის სასამართლო, რაც უხვად არის გაბნეული გადაწყვეტილებაში. სახელმწიფომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით, რომლის ხელმძღვანელსაც თავად აქვს ნათქვამი, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა სტრასბურგის სასამართლოში, მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მივიღეთ ეს შედეგი. ეს ყველაფერი ძალიან წააგავდა ცალკარას, როდესაც მეკარე არასოდეს გამოდის გამარჯვებული, ხოლო ფირცხალავა და ცააძე სწორედაც რომ მეკარეებად მოგვევლინნენ, რომლებსაც ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრიც სახელმწიფო, შეთანხმებულად უტევდნენ.

ამასთან, ვაზაგაშვილი-შანავას საქმეში სახელმწიფოს მხრიდან დამახინჯებული ფაქტების წარდგენის გამო, ასევე, ეროვნულ დონეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების გათელვის გამო - წარდგენილი აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს საჩივარი სასამართლოში, რომელზეც კარგა ხანია სახელმწიფოსთან კომუნიკაცია დამყარებულია და რომელზეც სტრასბურგის სასამართლო ვიმედოვნებთ, რომ დაადგენს კიდეც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას! "-აღნიშნა ადვოკატმა კოჭლამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 2006 წლის 2 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსნადრე ხუბულოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სპეცოპერაციიდან 9 წლის შემდეგ, 2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. მათგან ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ამასთან, საქმეზე - „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო გაამტყუნა და ოჯახის სასარგებლოდ 50 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამტყუნდა როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე, საქმის გაჭიანურების და დროულად არგამოძიების მხრივაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო