კახა კალაძე - საუბარი იმაზე, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და ამაზე მერიამ ნებართვა გასცა, სიცრუეა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე,რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დიღმის ტყე-პარკს საფრთხე არ ემუქრება და მერია იქ მშენებლობებს არ აპირებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხდება მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელება და მე, როგორც ქალაქის მერმა გადავწყვიტე, რომ მოსახლეობას ვუთხრა სიმართლე, თუ რა რეალობასთან გვაქვს საქმე და არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. დღეს ამ ტერიტორიაზე არის „კიას“ ცენტრი. რამდენიმე თვის წინ ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მფლობელები შემოვიდნენ წინადადებით და მათ არსებული ცენტრის რეაბილიტაციის სურვილი ჰქონდათ და უნდოდათ, რომ განახლებული ავტოტექმომსახურების სადგურის პროექტი განეხორციელებინათ. ჩვენი მოთხოვნა იყო მესაკუთრეებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებ ფორმა შეგვეცვალა ამ ყველაფრისთვის და რაიმე სხვა პროექტი განხორცილებულიყო. მივაღწიეთ შეთანხმებას, თვითონ მეპატრონეებიც დაგვეთანხმნენ იმაზე, რომ აქ განხორციელდეს სხვა პროექტი, კერძოდ, დასასვენებელი სივრცე, ორანჟერიის სტილის პროექტი, რომელიც განხორციელდება ზუსტად იგივე მოცულობით, რაც დღეს აქ არის წარმოდგენილი „კიას“ ცენტრი, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და ამაზე დედაქალაქის მერიამ გასცა ნებართვა, არის ძალიან დიდი ტყუილი.

„დიღმის ტყეპარკთან მიმართებით ყველამ კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს და რაც შეიძლება მეტი ხე და მცენარეები დაირგოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი სახლების მშენებლობა არ იგეგმება, ხორციელდება პროექტი, რომელიც არსებულ სივრცეში ჩაჯდება და ყველა ადამიანს ექნება მისი სარგებლობის საშუალება. დიღმის ტყე პარკი გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელ სივრცედ”, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს