პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეთა ნაწილი უკვე ერთი თვეა პარლამენტის წინ აქციას მართავს მოთხოვნით, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე თანამდებობას არ დატოვებს გიორგი გახარია.

"დღეს ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი და ყველაზე საინტერესო, მშვიდობიანი პროტესტი. დღეს, როგორც ყოველთვის ვიკრიბებით პარლამენტის წინ სამშობლოს სამსახურში. ადამიანები ვინც სიტყვით გამოდიოდნენ, ასევე მუსიკალური ნომრებით, ყველა იქნება წარმოდგენილი. გვექნება პერფომანსები, ამ ტერიტორიიდან დღეს გასვლას არ ვაპირებთ და ადგილზე ვიქნებით, თუმცა ადგილზე მოხდება ბევრი რამ. ველოდებით ბევრ ადამიანს , დღეს ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან კაცი, რომელიც ზევით ზის და თავებს ითვლის, მან უნდა ნახოს, რომ 200 კი არა თუნდაც 201 ვიყოთ, მისი დასაცინი არაფერი გვჭირს! აქ რომ სულ ერთი ადამიანი იდგეს და ითხოვდეს გახარია უნდა წავიდეს, აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნება მისი მოთხოვნა და ეს უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ. ვიდგებით, ვიდრე გიორგი გახარია არ გადადგება", - განაცხადა მაქარაშვილმა.

ამასთან, "ევროპული საქართველოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის წინ დაგეგმილ დღევანდელ აქციას პარტია მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო