პაატა სალია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან გაფართოებულ ფორმატში ხვალ ისაუბრებს

„რუსთავი 2" - ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში, ხვალ, დაახლოებით 14:00 საათზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „რუსთავი 2"- ში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

"ეს საკითხი დღეს არ დასმულა. ჩვენ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან ერთად შევარჩიეთ უფრო ვრცელი ფორმატი, ვიდრე დღეს გვქონდა, ხვალ გვექნება ამასთან დაკავშირებით საუბარი. დაახლოებით 14:00 საათზე შევხვდებით, გავივლი ამ საკითხს "რუსთავი 2" -ის თანამშრომლებთან ერთად და შემდეგ უკვე გაცნობებთ ამის შესახებ", - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.

„პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე - დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე - არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, - განაცხადეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა.

პაატა სალიას ინფორმაციით, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით 21 ივლისს, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებთან გაფართოებული შეხვედრა იგეგმება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს