პაატა სალია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნათია ლაზაშვილი გახდება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გახდეს.

„არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. ორი დღის წინაც იყო ეს ინფორმაცია და მაშინაც ვთქვი, რომ ეს არ იგეგმება“, - განაცხადა სალიამ.

რაც შეეხება იმას, რომ მას სურს, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებიდან კონსულტანტი ან მოადგილე შეარჩიოს, როგორც სალიამ აღნიშნა, დღეს შეხვედრებზე ეს საკითხი არ დასმულა.

„დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრები იმასთან დაკავშირებით, პირველი რიგის ამოცანები როგორ შევასრულოთ. დანარჩენ საკითხებზე ხვალ გვექნება საუბარი და ამაზეც გეტყვით რა პოზიცია გვექნება. თუმცა, მე მზად ვარ ყველასთან ვიმუშავო. მოვედი, ვაკეთებ ყველაფერს რომ მაქსიმალური წარმატება ჰქონდეს ამ არხს“, - განაცხადა სალიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა