გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს  - ჩვენ აქ ვიცავთ ღირსებას, სამშობლოს, ჩვენს უფლებებს, არ დავიშლებით და არ დავნებდებით რუსს

მინდა მოვმართო იმ ადამიანებს, ვისაც მომავალი, საქართველოს მშენებლობა აქ დაუწყია და აქ გააგრძელებს. მოდით აქ, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვიცავთ ჩვენს ღირსებას, სამშობლოს, ჩვენს უფლებებს და იცოდეთ, რომ ჩვენ არ დავიშლებით და არ დავნებდებით რუსს, - ასე მიმართა პარლემენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, აქცის მონაწილეთა მოთხოვნა სამართლიანია.

„მე აქ თვენთან სასაუბროდ მოვედი, მაგრამ მირჩევნია, მივმართო იმ ხალხს, ვინც დღეს აქ არ დგას. მივმართო პირველ რიგში, ჩემს და ჩემზე უფროს თაობას და გითხრათ, მოდით და ნახეთ როგორ იქმნება ახალი საქართველო. მოდით აქ და ნახეთ, რომ ის სისხლი, რაც 30 წლის წინ ჩვენ და ჩვენმა მამებმა აქ დაღვარეს, რითიც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ტყუილად არ მომხდარა. მოდით და ნახეთ, ჩვენი შვილების თაობა, როგორ ქმნის თავისუფალ ქვეყანას, მოდით და ეს ნახეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე მმართველ პოლიტიკურ გუნდსაც მიმართა.

„მინდა მივმართო, აგრეთვე მმართველ პოლიტიკურ გუნდს - ერთ-ერთმა თქვენმა ლიდერმა, როგორც მითხრეს დათვლა დაიწყო და 200 კაცზე მეტს ვეღარ კრებენო, აქ ხალხს არ კრებენ, ხალხი იკრიბება, იკრიბება თავისუფალი ნების საფუძველზე. ნუ ზომავთ ასე, რომ ვიღაც ვიღაცას კრებს, არა თავისუფალი ხალხი თვითონ იკრიბება. ნუ ზომავთ რაოდენობით. ეს არ არის რაღაც, მევახშეს საზომი ამბავი. თავისუფალი ხალხის თავისუფალი შეკრებაა. სულ რომ მეათედი იყოს აქ, ბევრად უფრო მეტის გამკეთებელია ვიდრე 100, 200 და 300 ათასი მოყვანილი. მოდით და თქვენც ჩაერთეთ ამაში, მოდით და ნაწილი იყავით ახალი საქართველოს შენობის, იმიტომ,რომ აქ დაყენებული მოთხოვნები არის სამართლიანი და სამართლიანობის უკან, როდესაც 2 ადამიანიც დგას, იცოდეთ, რომ ის სამართლიანობა ყოველთვის გაიმარჯვებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა